პირველი 10 სიტყვა (1-10)
1 — ტელევიზორი — “ყუთი, რომელშიც შენი მათემატიკა სულ სხვანაირად ესმით”. “მტვრიანი ავეჯი, რომელსაც დროდადრო რთავენ და უყურებენ”.
2 — სახლი — “ადგილი, რომლის დანახვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დამშვიდდე”. ” სადაც ხანდახან იმ იმედით ვბრუნდები, რომ დამხვდება ისეთი, როგორიც მახსოვს”.
3 — ტელეფონი — “ნივთი, რომლითაც ყველგან მოგაგნებენ”. “ის, რაც ყველაზე ხშირად მივარდება”.
4 — ღრუბელი — “ცარიელი დეკორაცია”. “ყვითელი ბობი, კვადრატული შარვალი”.
5 — კლავიატურა — “კლავიატურაზე შეგიძლია თითები აკაკუნო და ამ კაკუნისგან სადღაც რაღაც სხეულები და ფორმები გაჩნდეს”. ” ნივთი, რომლის საშუალებითაც ჩემი ხელწერა ყველასათვის გასარჩევი ხდება”.
6 — კედი — “დაბალძირიანი ფეხსაცმელი, რომელიც შეიძლება მაღალძირიანიც იყოს”. ” რაც გაცვია და ვერ გრძნობ”.
7 — საათი — “ტიკ — ტაკ — ტიკ — ტაკ”. “ნივთი, რომელიც არასდროს ჰკიდია ჩემს ოთახში”.
8 — ჩანთა — “ის რაც ადამიანთან ერთად მოძრაობს და სულაც არ არი ზედმეტი”. “მხოლოდ გრძელყურიანი”.
9 — სამაჯური — “პოპულარული სუვენირი”. “რასაც ვიკეთებ და არ ვიხსნი.”
10 – ბლოგი — “რაღაც, გაზეთის მსგავსი, რომელიც ყველას შეუძლია გამოსცეს”. “სადაც ბლოგერები ცდილობენ წერონ ყველაზე ზაუმნი ფრაზები და სადაც მკითხველები ეძებენ ყველაზე ნაკლებად ზაუმნი ფრაზებს”.
leave a comment