Adequate definitions

მესამე 10 სიტყვა (21-30)

Posted in Uncategorized by adequatedefinitions on აგვისტო 12, 2009

1 – ბეჭედი — “ნივთი, რომელიც აუცილებლად არის პატარა ყუთში, რომელსაც კაცი ჩუქნის ქალს, მხოლოდ განსაკუთრებულ საღამოს”.
2 – ხმა — “ჰაერში მოსიარულე არსებუკა, რომელიც ყოველთვის ძალიან ბევრია”.
3 – იმედი — “როცა გაქვს, გგონია რო ტყუილად არ გაქვს”.
4 – ბრა — “შაინ — შაინ — ნივთი, რომელსაც ფაშისტები ებრაელი ბავშვების ფრჩხილებისგან აკეთებდნენ”.
5 – ფოტოაპარატი — “ყველაზე იღბლიანი მოწყობილობა”.
(more…)

Advertisements

მეორე 10 სიტყვა (11-20)

Posted in Uncategorized by adequatedefinitions on ივლისი 26, 2009

11 — ოთახი — “სივრცე, რომელშიც შეგიძლია ნეისმიერ დროს და ადგილზე თბილად დაიძინო”. “რომელიც ყოველთვის მინდოდა, რომ მწვანე ყოფილიყო. არის და – არაფერი”
12 — ბურთი — “ჩემი ბავშვობის საჩუქარი — აფრიკიდან”. “ფეხის პირადი სიამოვნება”.
13 — თოჯინა — “ბავშვობის ცოლი”. ” რითაც არასოდეს მითამაშია”.
14 — თოვლი — “ყველაზე სევდიანი ბუნებრივი მოვლენა”. “რაც რამდენჯერ ვინატრე, იმდენჯერ მოვიდა”
15 — ნათურა — “უჰაერო სინათლე”. “დამწყვდეული მზე”

(more…)

პირველი 10 სიტყვა (1-10)

Posted in Uncategorized by adequatedefinitions on ივლისი 26, 2009

1 — ტელევიზორი — “ყუთი, რომელშიც შენი მათემატიკა სულ სხვანაირად ესმით”. “მტვრიანი ავეჯი, რომელსაც დროდადრო რთავენ და უყურებენ”.
2 — სახლი — “ადგილი, რომლის დანახვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დამშვიდდე”. ” სადაც ხანდახან იმ იმედით ვბრუნდები, რომ დამხვდება ისეთი, როგორიც მახსოვს”.
3 — ტელეფონი — “ნივთი, რომლითაც ყველგან მოგაგნებენ”. “ის, რაც ყველაზე ხშირად მივარდება”.
4 — ღრუბელი — “ცარიელი დეკორაცია”. “ყვითელი ბობი, კვადრატული შარვალი”.
5 — კლავიატურა — “კლავიატურაზე შეგიძლია თითები აკაკუნო და ამ კაკუნისგან სადღაც რაღაც სხეულები და ფორმები გაჩნდეს”. ” ნივთი, რომლის საშუალებითაც ჩემი ხელწერა ყველასათვის გასარჩევი ხდება”.

(more…)

About — adequatedefinitions

Posted in Uncategorized by adequatedefinitions on ივლისი 26, 2009

მოკლედ, იდეა გაჩნდა ისე, როგორც ჩნდებიან ხოლმე — ამ შემთხვევაში, უსაქმურობისგან.

ჩვენ ვეძებთ ცნებების ახალ დეფინიციებს, არა ისეთებს, ლექსიკონებში რო წერია და არც ისეთებს, უფროსები რო აწვდიან ბავშვებს. უფრო რაღაც სხვა — მარტივ ასოციაციურს. მაგალითად, სიტყვაზე — “ტაშტი”, ყოველთვის მიჩნდება რწყევის შეგრძნება, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ტაშტის დანიშნულება მხოლოდ მასში ჩარწყევაა — რამდენადაც ვიცი, ის უამრავ რამეში გამოიყენება. უბრალოდ — ჩემში ის იწვევს გულის რევის ასოციაციას (შეგრძნებასაც, თუმცა, ეს უკვე სხვა საკითხია). ამის მიუხედავად, “ლექსიკონის” ფორმატი უფრო გასაგები უნდა იყოს იმისთვის, ვინც მას კითხულობს და, შესაბამისად, განმარტება ვერ იქნება ასეთი ტიპის:  “ტაშტი — რწყევა” . ამიტომ — ვაკეთებთ რაღაც უფრო ვრცელს, მაგალითად:  “ტაშტი — საგანი, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ აირიონ გული”.

ყველა დეფინიცია არი სუბიექტური და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.  განმარტებებს შორის არ იქნება არანაირი ლოგიკური კავშირი.  რა თქმა უნდა, თუ უბრალოდ მათ შორის არ აღმოჩნდა დამთხვევა.
პროექტის არაპრეტენზიული მიზანია, დახოცოს თქვენი და ჩვენი დრო, ხოლო პრეტენზიული მიზანი — თითოეულმა ცნებამ მიიღოს საკმარისი რაოდენობის განმარტება.
რადგან სიტყვის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში, როგორც სხვადასხვა მეტყველების ნაწილი, გამოდის, რომ ამ სიტყვას აქვს უამრავი დეფინიცია.
ხო და რადგან ყველა დეფინიცია არი სუბიექტური, არსებობს იმდენი დეფინიცია, რამდენიც სუბიექტი. თქვენ შეგიძლიათ, გამოგვიგზავნოთ თქვენეული განმარტებები. ეს განმარტებები შეიძლება იყოს ნებისმიერ სიტყვაზე, რომელიც თავში მოგივათ, ან მოგივათ და ძალით მოიყვანთ და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ის. მთავარია, იყოს ისეთი, როგორადაც ის მართლა წარმოგიდგენიათ. გარდა ამისა, არც ის არი საჭირო, ტექსტი იყოს სასაცილო ან “ორიგინალურად განსხვავებული”. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ და გამოვაქვეყნოთ. სურვილის შემთხვევაში, თითოეულ თქვენს განმარტებას ექნება საავტორო უფლება. ჯერ — ჯერობით “ლექსიკონს” ორი ანონიმური ავტორი ყავს. შესაბამისად, ყველა სიტყვას ორი განმარტება აქვს. პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გახდეთ მესამე. ასევე, თქვენ შეგიძლიათ email-ზე გამოგვიგზავნოთ თქვენს მიერ შედგენილი “word list” (სტანდარტულად — 10 სიტყვა. თუმცა, არსებითი მნიშვნელობა არც ამას აქვს), თქვენთვის საინტერესო სიტყვებით (გამოგზავნამდე, გადახედეთ უკვე არსებულ სიტყვებს), რომელზეც ჩვენი (ან — უბრალოდ, სხვისი) დეფინიციები დაგაინტერესებთ. ასე რომ, პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი გზით არი შესაძლებელი.